ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲕᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲡ
ჩვენი კომპანიის არქიტექტურული მიმართულება დაარსდა თბილისში 2017 წელს. მომხმარებელს ვთავაზობთ ინოვაციური და ფუნქციური სივრცეების შესაქმნელად საჭირო სრულ არქიტექტურულ მომსახურებას. ჩვენი მიზანია განსაკუთრებული ხარისხის მიწოდება ყველა პროექტში, კლიენტების ინდივიდუალური ხედვებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული პროექტი მიესადაგებოდეს კონტექსტს და სწორად ეწეროს გარემოში.