• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    550 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲐᲛᲑᲐᲡᲐᲓᲝᲠᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    17 ᲘᲝᲐᲜᲔ ᲨᲐᲕᲗᲔᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐ, ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
"ᲛᲝᲖᲐᲘᲙᲝ" - ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ ᲫᲕᲔᲚ ᲣᲑᲐᲜᲨᲘ.
ტერასა „მოზაიკო“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო ამბასადორში. 2023 წელს სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სრულად დაზიანდა რესტორნის სივრცე. ტერასა რესტორნის ახალი სივრცეა.

რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა რესტორნის კონცეფცია. ახალი მოზაიკოს სტილი თანამედროვე, ეკლექტური და დასამახსოვრებელია. რესტორნისაგან განსხვავებული ტერასა თავისი მდიდრული ფერებით თავს დაუვიწყარ მოგზაურობაში გაგრძნობინებთ. მომრგვალებული ფორმები, ტერასის ძირითადი დამახასიათებელი შტრიხია, რაც სივრცულობის აღქმას ერთი ორად უსვამს ხაზს.

ორი სხვადასხვა მასალისა და ფერის იატაკი, ერთმანეთისაგან ჰარმონიულად არის გამოყოფილი. ყავისფერი, ნაძვისებრი წყობის იატაკი პერგოლითაა გადახურული. ამავე სივრცეში ვხვდებით ბარს, რომელიც მწვანე მოზაიკით არის მოპირკეთებული. ყავისფერისა და მწვანის კონტრასტი მეტად მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის. ალაგ-ალაგ ჩართული ლამპიონები სასიამოვნოდ ანათებს გარემოს.

საბოლოო ჯამში, ტერასა გადაწყვეტილია დედამიწისებრ ფერებში. მწვანესა და ყავისფერის შერევა ყოველთვის საუკეთესო არჩევანია სიმყუდროვისა და კომფორტის მისაღებად. ხე, ბამბუკი, მარმარილო, მოზაიკა, მეტალი, სხვადასხვა ტიპის ნაჭრები, ეს ის მდიდრული და სოლიდური აქცენტებია, რომლებიც ზემოთხსენებულ ფერებთან ჰარმონიულ ნაზავს ქმნის.