ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲔᲚᲔᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲘᲡ ᲚᲝᲑᲘ ᲒᲣᲚᲣᲐᲖᲔ
ბიზნეს ცენტრის ლობის პროექტი წარმოადგენს ფუნქციონალურობისა და ესთეტიკური დახვეწილობის ჰარმონიას. ინტერიერის სივრცე გამოირჩევა ატრიუმით და მაღალი ფანჯრებით, რაც ბუნებრივ სინათლეს აძლევს საშუალებას შექმნას უშუალო კავშირი გარემოსთან. თბილი ტონის ხის პანელები გამოკვეთს ფანჯრების შავ ჩარჩოებს, რაც სიმყუდროვეს სძენს დიზაინს.
ავეჯის განლაგება საკმაოდ ჰარმონიული და ფუნქციუონალურია. ნეიტრალურ ტონების რბილი სავარძლები გამორჩეულია როგორც კომფორტით, ასევე სტილით. ოქროსფერი მეტალის დეტალები მაგიდებზე და თანამედროვე განათების ელემენტები, მათ შორის მრგვალი ჭაღები, დიზაინში ფუფუნების შტრიხი შეაქვს. სხვადასხვა მატერიალები ხე, მარმარილო, განწვანება, მეტალი და ბეტონი საკმაოდ დასამახსოვრებელ დიზაინს ქმნიან.