• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲔᲡᲙᲘᲖᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲐᲦᲛᲐᲨᲔᲜᲔᲑᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ტერიტორია, მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირის, ია კარგარეთელის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩებს შორის და მოიცავს სამ საკადასტრო ნაკვეთს და მათზე მდებარე შენობებს .ობიექტი მდებარეობს ისტორიული თბილისის განაშენიანების რეგულირების ზონაში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ობიექტის მიმდებარე მონაკვეთში, XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აგებული ობიექტები 2-2.5 სართულიანია. მათი სიმაღლე მერყეობს 9-11 მეტრს შორის. შედარებით დიდი მოცულობისაა კარგარეთელისა და აღმაშენებლის კუთხეზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფუნქციის კინოთეატრი აპოლო, რომელიც წარმოადგენს გამზირის ამ მონაკვეთის მძლავრ აქცენტს.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. ორსართულიანი, ისტორიციზმის სტილის საცხოვრებელი სახლი, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია ინჟინერ-ტექნოლოგის სომოილოვიჩის ოჯახს. მთავარი, მიხეილის გამზირზე გამომავალი ფასადი საკმაოდ უხვად არის დეკორირებული. საფასადო სიბრტყე თითქმის სრულად დაფარულია სხვადასხვა ზომისა და კვეთის, ლესვაში გამოყვანილი რუსტებით. კომპოზიცია სიმეტრიულია.

საცხოვრებელი ფუნქციით აგებულ ობიექტში 1930-იანი წლებიდან სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი განთავსდა. ახალი ფუნქციით შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე ობიექტმა, განსაკუთრებით კი მისმა ვრცელმა ეზო-ბაღმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.