• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲪᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    5000 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    Ქ. ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲗᲔᲜᲒᲘᲖ ᲩᲐᲜᲢᲚᲐᲫᲘᲡ I ᲨᲔᲡᲐᲮᲕᲔᲕᲘ #24
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲛᲣᲚᲢᲘᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲗᲐᲕᲨᲔᲡᲐᲤᲐᲠᲘ ᲝᲗᲮᲤᲔᲮᲐ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
თავშესაფარი ''ბრუნო'' მთავარ მიზნად ისახავს ცხოველების დახმარებას. მულტიფუნქციური პროექტი მოიცავს სერვისების ფართო სპექტრს, როგორიცაა: დროული ვაქცინაცია, მოვლა-პატრონობა, სტერილიზაცია და სხვადასხვა მომსახურეობებს პოტენციური პრობლემების თავის ასარიდებლად.

თავშესაფრის კომპლექსი შედგება 4 ბლოკისაგან და მოიცავს: სასტუმროს, თავშესაფრის, საკარანტინე და სასაწყობე ფუნქციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია რელიეფურია, თავშესაფარი შედგება სამი დონისაგან, რომლების ერთმანეთთან დაკავსირებულია კიბეებითა და პანდუსებით.



ა ბლოკი დაეთმობა: გრუმინგს, საწვრთნელ ზონასა და 50 ვოლიერს.

ბ ბლოკში განთავსდება თავშესაფარი, რომელიც მოიცავს: თავშესაფრის მიმღებს, ადმინისტრაციას, ვეტ პუნქტს, გრუმინგს, 97 ღია და დახურულ ვოლიერს.

გ ბლოკი დაეთმობა საკარანტინე ზონას სადაც განთავსდება: კარანტინის განყოფილებას, აგრესიული ძაღლების განყოფილებას, დამხმარე ფართს, 77 ვოლიერს.

დ ბლოკი დაეთმობა ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის საჭირო აღჭურვილობის სათავსოებს.