• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲓᲔᲕᲔᲚᲝᲞᲛᲔᲜᲢᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    1100 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲙᲐᲙᲚᲔᲑᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲗᲐᲜᲐᲛᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲐᲮᲚᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲞᲠᲔᲡᲢᲘᲟᲣᲚ ᲣᲑᲐᲜᲨᲘ.
ვილა კაკლები არის თანამედროვე, სამ-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა და პრესტიჟულ უბანში.


პროექტის კონცეფცია დგას მინიმალიზმზე, რომელიც თავის თავში აერთიანებს სუფთა და მკაცრ ხაზოვან სტილს. სახლის ნეიტრალურ ტონში გადაწყვეტა ქმნის ჰარმონიას არსებულ ბუნებასთან. დიდი ვიტრაჟები საშუალებას გვაძლევს გარემო და ინტერიერი ერთმანეთთან სასიამოვნო კავშირში მოვიყვანოთ. უხვი ბუნებრივი განათების წყარო ინტერიერში ნათელ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, სადაც თავს მშვიდ და დაცულ გარემოში იგრძნობთ.


ინტერიერის დაგეგმარება მეტად გაშლილია. სივრცის მასშტაბურობის აღქმას ამძაფრებს პირველ სართულის გახსნილი გეგმარება და ატრიუმი. მოსასვენებელ და გასართობ არეალს კი იკავებს მიწისქვეშა სართული.