ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
"ᲛᲝᲖᲐᲘᲙᲝ" - ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ ᲫᲕᲔᲚ ᲣᲑᲐᲜᲨᲘ.
რესტორანი „მოზაიკო“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო ამბასადორში. 2023 წელს სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სრულად დაზიანდა რესტორნის სივრცე.
რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა რესტორნის კონცეფცია. ახალი მოზაიკოს სტილი თანამედროვე, ეკლექტური და დასამახსოვრებელია. იატაკის წყობა ნაძვისებრია, სადაც გამოყენებულია ოთხი სახეობის მარმარილოს ტექსტურა. ინტერიერში არქიტექტურული ელემენტები იტალიური ბრენდის „დე კასტელის“ ფილებითაა მოპირკეთებული. რესტორნის წყობა საკმაოდ საინტერესოა, მრგვალი მაგიდებით, რკალისებრი დივნებითა და ტყავის სავარძლებით შეკრული ხასიათი და ერთიანი იერსახე იქმნება.
რესტორნის სახელს ეხმაურება ბარში გამოყენებული ოქროსფერი მოზაიკაც. ინტერიერში აქცენტირებულია ბუნებრივი ტექსტურები და ნათელი ფერები.