• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    250 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲓᲘᲦᲝᲛᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲡᲘᲕᲠᲪᲔ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐ ᲡᲐᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲝᲐ.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე განლაგებულია საოფისე სივრცე, რომელიც მოიცავს შუშის ტიხრით გამოყოფილ საკონფერენციო სივრცეს, სველ წერტილს და სამზარეულოს. სივრცე საკმაოდ ნათელია და ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი. ხის მასალისგან შესრულებული ჭერი ინტერიერს მყუდრო იერსახეს აძლევს. მაგიდები მაქსიმალურად კომპაქტურადაა განლაგებული, რაც თავის მხრივ, საშუალებას იძლევა თაროები თავისუფლად განლაგდეს დარჩენილ არეაში. ოფისის ყველა კუთხე ათვისებულია და გამდიდრებულია მწვანე ელემენტებით, რაც სამუშაო გარემოს ცოცხალ აქცენტებს აძლევს. მდიდარი ბუნებრივი წყაროს გარდა, ყველა მაგიდა ინდივიდუალურად განათებულია ცივი განათებით, რომელიც მნიშვნრლოვან როლს თამაშობს საოფისე დაგეგმარებაში.


საბოლოო ჯამში, სივრცე მაქსიმალურად ჭკვიანურადაა ათვისებული, გამოყენებულია ეკო-მეგობრული მასალები და კონცენრტირებულია თანამშრომლებისთვის ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნაზე.