ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲫᲔᲒᲚᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
XIX საუკუნის მიწურულს აგებული ერთსართულიანი შენობა მდებარეობს კარგარეთელის ქუჩაზე და ესაზღვრება პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ნაკვეთს. ქუჩა ცნობილი იყო გერმანელი კოლონისტების მიერ გაშენებული ბაღებით, რის გამოც 1876 წლის ტფილისის გეგმაზე აღნიშნულია ქვემო ბაღის ხოლო 1900 წლის რუკაზე უბრალოდ ბაღის სახელწოდებით. 1910 წლიდან მას ნ. პიროგოვის ქუჩას უწოდებდნენ, 1923 წლიდან კი - ია კარგარეთელის. ქუჩა წარმოადგენს ევროპული არქიტექტურის გავლენით შექმნილ შენობათა საინტერესო ნაზავს.
მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, ქუჩა ინარჩუნებს XIX-XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებულ თვისებებს: ზომიერი მასშტაბის ჰორიზონტალური განაშენიანება მძლავრი არქიტექტურული აქცენტებით საკვლევ შენობას და მის გარშემო მდებარე ობიექტების დიდ ნაწილს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და წარმოადგენს არა მხოლოდ კვარტლის არამედ უმეტეს შემთხვევაში ქართული საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს.
პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის აწ უკვე ყოფილი ტერიტორიის ადეკვატური განვითარება გულისხმობს ერთი მხრივ ისტორიული ეპოქათა არქიტექტურულ-ისტორიული ღირებული ანაბეჭდის შენარჩუნებას. მეორე მხრივ, პირველადი სამოილოვიჩის სამოსახლოს შესაბამისად გერმანული კოლონიის მახასიათებლების აღდგენა-წარმოჩენას.