ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ ᲞᲐᲜᲝᲠᲐᲛᲣᲚᲘ ᲮᲔᲓᲘᲗ ᲑᲝᲠᲯᲝᲛᲖᲔ.
შენობა წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს, რომელიც ხასიათდება სიმეტრიული, გეომეტრიული ფორმებით და ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაციით. შენობის მასალები და ფერთა პალიტრა ბუნებრივ გარემოსთან შესაბამისობაშია. სართულების არასტანდარტული განლაგება პროექტს ორიგინალურ და შთამბეჭდავ იერს სძენს. ჭადრაკული პრინციპით განლაგებული აივნები კი ხაზს უსვამს ფასადის ეკლექტურობას.
პირველ სართულზე იგეგმება მიმღებისა და ვესტიბიულის მოწყობა, ხოლო მეორე სართულზე რესტორნის, საკონფერენციო დარბაზების, აუზისა და სპორტ დარბაზის განთავსება. დანარჩენ სართულებზე განაწილდება სასტუმროს ნომრები. საერთო ჯამში, შენობა წარმოადგენს ფუნქციური და ესთეტიკური დიზაინის იდეალურ სინთეზს.