ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲔᲙᲝ ᲠᲣᲛᲡᲘ
პროექტი მოიცავს 4052 მ² საერთო ფართს. აქედან 1277 მ² შეადგენს საცხოვრებელი ფართი, ხოლო დანარჩენი დამატებითი შენობა-ნაგებობები, კომერციული ფართი და რეკრეაციული ზონებია. აქვს გარე და შიდა პარკირების ზონა. კორპუსის სახელწოდებაა ეკო რუმსი, რადგან მას უკანა მხრიდან გარს არტყამს ტყე და სოლოლაკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა.
მშენებლობის პროცესში კომპანიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება და ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული ზონის მოვლა-განვითარება. საცხოვრებელი კორპუსი 7 სართულიანია. აქვს ტერასული ტიპის აღნაგობა. მოპირკეთებულია წითელი აგურით (რომელიც შენარჩუნებული იქნა მის ადგილას მდგარი ძველი ნაგებობის დაშლის შემდგომ). მეორე სართულის ტერასის კედელზე ძველი თბილისის იერსახეა გამოსახული (ასევე შენარჩუნებული იქნა მის ადგილას მდგარი ძველი ნაგებობის დაშლის შემდგომ). ამ ჟესტით ჩვენ გვსურდა ხაზი გაგვესვა ძველი თბილისის პირვანმდელი სახის შენარჩუმების უპირობო ერთგულებაზე. სწეორედ მოცემული აქცევს პროექტს და ჩვენ კომპანიის ხედვას უნიკალურს.