• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2026
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    8200 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲐᲕᲚᲐᲑᲐᲠᲘ, ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲮᲔᲓᲕᲐ | ᲒᲔᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ, ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲝᲑᲐ
პროექტი წარმოადგენს თანამედროვე მრავალფუნქციურ შენობას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და საპარკინგე სივრცეებს. შენობის ორი სართული განკუთვნილია საოფისე ფუნქციისთვის, ორი სართული — ავტოსადგომებისთვის, ხოლო ზედა სართულებზე განთავსებულია საცხოვრებელი ბინები ფართო აივნებით.

არქიტექტურული გადაწყვეტა გამოირჩევა მკაფიო გეომეტრიული ფორმებით, მოცულობების რიტმული მონაცვლეობითა და ფასადის მასალების კონტრასტით. აგურის ფაქტურა, მუქი მეტალის ელემენტები, პანორამული შემინვა და დეკორატიული პერფორირებული პანელები შენობას ინდივიდუალურ არქიტექტურულ იერს ანიჭებს.

პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განსხვავებული ფუნქციების რაციონალურ განაწილებას, ბუნებრივ განათებასა და საცხოვრებელი გარემოს კომფორტს.